“თურქეთის ძალიან ეშინია და ეს ბინძური დავალება ქართველების ხარჯზე შეასრულა” – რას წერენ გეი ფილმის რეჟისორზე

3706
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გეი წყვილზე შექმნილი ფილმის რეჟისორ ლევან აკინის შესახებ, ჟურნალისტი თამრიკო მოლაშვილი წერს:

ვინ არის ლევან აკინი? ლევან აკინი არ არის ქართველი. ის არის შვედეთში მცხოვრები თურქი. მას მხოლოდ წინაპრები ჰყავდა ლაზები! სამწუხაროდ,ის არის ჩვენი სტუდენტობის მეგობრის გიგა თევზაძე-აკინის ძმისშვილი. ოთხმოციან წლებში გიგამ თბილისში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი.

მისმა მშობლიურმა ფესვებმა თავის დროზე ჩაიხუტა ის სხვა ლაზ მეგობრებთან ერთად. ჩავიხუტეთ ჩვენ, იმ დროის სტუდენტებმა…. ჰყავს ქართველი მეუღლე და შვილები, სხვათაშორის მეუღლე ყვარლის რაიონიდან არის, ლევანი მზიას მაზლისშვილია.

მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს ყველა აკინთან: როდესაც ლევანი ამ ფილმს იღებდა რომელიმემ ურჩიეთ, რომ ქართულ დღევანდელობაში არ შემოეტანა ამ გარყვნილების პროპაგანდა და თურქეთის რეალობა შეერჩია. ჰომოსესუალისტები საქართველოშიც არიან და თურქეთშიც. ის ხომ თურქეთში ამის პროპაგანდას ვერ გაბედავდა? თურქეთის ძალიან ეშინია და ეს ბინძური დავალება ქართველების ხარჯზე შეასრულა.გთხოვტ გააზიაროთ ჩემი აზრით, მან მხოლოდ დაკვეთა შეასრულა.” – წერს თამრიკო მოლაშვილი.

თქვენი კომენტარი?