ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი გაბაშვილი უარს ამბობს დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მისვლასა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
“წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29 ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს.
საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.
ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს.
რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა.”- წერს გიორგი გაბაშვილი.
გიორგი გაბაშვილი 2004-2008 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს