“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ფილმის ინტერნეტში უკანონოდ გავრცელების გამო გამოძიება დაიწყო

980
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სკანდალურად ქცეული ფილმი ” და ჩვენ ვიცეკვეთ” ინტერნეტში დახურული არხებით ვრცელდება, რომელიც წაერმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და პასუხისმგებელი იქნება ის, ვინც ფილმი განათავსა. ამის შესახებ ნათქვამია შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებაში.

“მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.

ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. დიდ მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით! “– ნათქვამია განცხადებაში.

პოსტის კომენტარებში კი სოც.ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ გარკვევით განმარტონ, რომ დადგება მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ატვირთა აღნიშნული ვიდეო და შემდგომში გაავრცელა და არა ისინი, ვისაც გაუგზავნეს და შემდეგ მათ მეგობრებს გადაუგზავნეს ფილმის ბმული.

თქვენი კომენტარი?