სულშია გარყვნილება და არა ფილმების ნახვა არნახვაში – მაკა რაზმაძე

449
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაკა რაზმაძე


“ვერავინ წაგართმევს იმას რაც ხარ თუ თვითონ არ გინდა ეს. არც ფილმის ნახვით არ წყდება ჩვენი იდენტობა და არც ფილმის აკრძალვით. რატომღაც არავინ უწყობს აქციებს მამაკაცებს, რომლებმაც ქალი მოატყუეს, მისი გრძნობებით და ნდობით ისარგებლეს და მერე სხვასთან, ხშირად მის უახლოეს ადამიანთანაც კი უღალატეს.

ერთდროულად ას ქალს რომ დასდევენ და ცხოვრებას უნგრევენ -ასეთ მამაკაცებს აქებენ, ვაჟკაცს ეძახიან და “კაი ტიპს”. ეამაყებათ ასეთობა…. არადა ზუსტად ეგაა ყველაზე სამარცხვინო და ასაკრძალი კატეგორია. და მერე ზუსტად ასეთები ბღავიან ყველაზე ხმამაღლა მორალზე და პატიოსნებაზე.

სულშია გარყვნილება და არა ფილმების ნახვა არნახვაში. სულშია პატიოსნება და არა ე.წ.მომგებიან აქციებში და ბევრ ლაიქებზე გათვლილ პოპულისტურ სტატუსებში. პრიორიტეტებს რომ გადახედოს ბევრმა კარგი იქნებოდა. წესიერი ადამიანები სხვა ადამიანებს არ ატყუებენ და არ წირავენ – ესაა წესიერების კრიტერიუმი და არა ვინმესთვის რაიმე აკრძალვების თვითნებურად დაწესება…. გმადლობთ, ნახვამდის”

თქვენი კომენტარი?