23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ცნობილია იმ პირთა სია, რომლებიც 3 აპრილს, საგამოძიებო კომისიაზე არიან დაბარებულები

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

3 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა;

სხდომაზე განსახილველი საკითხებია: საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები;

სხდომაზე მოწვეულნი არიან – ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე, კახა დაბრუნდაშვილი. სხდომის ბოლოს განხორციელდება მსჯავრდებულის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან.

უკვე ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრება გივი თარგამაძე, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და თქვა, რომ ის არ აპირებს მასში მონაწილეობას.