პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის განხილვა 14 ნოემბრისთვის გადაიდო

303
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტმა კვლავ გადადო კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. საკითხის გადადების ინიციატივით  უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოვიდა, ამის შემდეგ გამოცხადდა ტექნიკური შესვენება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მის მოადგილეებთან ერთად ითათბირა და აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

თქვენი კომენტარი?