“დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის, „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ შეწირულად“ გამოცხადებით თეა წულუკიანმა მთელი საქართველო შეურაცხყო; არა, მან მეტიც მოახერხა, მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა.
ამ ბოროტი ქალბატონის პირით ქვეყნის მთავარმა ჩარჩმა, ლაჩრობისა და „აბა ომი გინდას“ აპოლოგეტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა უკვე გმირობას წარუდგინა პრეტენზია. როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი უკვდავი გენიის სიტყვები: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. გავიხსენოთ, სანამ გველის ენა რუსთაველსაც მისწვდება“ – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება თეა წულუკინის მიერ, პირველი არხის ეთერში ნათქვამ სიტყვებს, როდესაც განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე მაშინდელი ხელისუფლების, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის უაზრო პიარს შეეწირა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს