არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის დაშლა ივანიშვილის სცენარია ან მიხვდნენ, რომ სამომავლოდ მისი ნდობა აღარ შეიძლება

521
წაკითხვა/ნახვა

“არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის დაშლა ივანიშვილის სცენარია და რიგგარეშესკენ მიდის. ამ შემთხვევაში რას მიიღებს და რა უტვინო სცენარია, ეგ ერთი საკითხია. მაგრამ შეიძლება მართლაც ნატურალური დაშლაა.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში.

“როგორც ჩანს ამბოხებული მონების სპექტაკლი მარტო გარე აუდიტორიისთვის კი არა, პარტიის შიგნითაც დადგა და იქაც დააჯერა ბევრი, რომ დაჩი ბერაიას ვერ იმორჩილებდა. ისე, რომ ბევრმა არც კი იცოდა რა თამაშთან hქონდა საქმე.

კი გაყვებოდნენ ალბათ თამაშში და კლდეზეც გადაყვებოდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ არც კი უთხრა ივანიშვილმა, ანუ არ ჩათვალა თავისიანებად. მიხვდნენ, რომ სამომავლოდ მისი ნდობა აღარ შეიძლება და თავს უნდა უშველონ. მოკლედ, ცრუპენტელა გადამგდები აფერისტი სძაგს უფალსა, საერთაშორისო საზოგადოებასა, თანაპარტიელსა, თანამოქალაქესა, ამომრჩეველსა. მშვიდობისთ ბატონო ბიძინი.”- წერს ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?