თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები, არ ვიმსახურებ ამ მიმართვას თქვენგან – ირმა ინაშვილი

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პანკისში მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ეხმიანება.

“თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები: ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მიმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები.

არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სალარიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია… როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება.”- აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილმა ირმა ინაშვილს მიმართა, რომელიც თავისუფლების მოედანზე აქციას მართავდა.

“ინაშვილო, ყოჩაღ შენს ქალობას! ყოჩაღ შენს დედობას!…”  განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE