როგორც წყარო მატყობინებს, ამ სცენარში ჩართულები არიან მიშა სააკაშვილის ბიძა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები – ლაშა ამირეჯიბი

4426
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ლაშა ამირეჯიბი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“მომაწოდეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ნაც-მოძრაობა თავის გაერთიანებით იწყებს მოქმედებას 17 ნოემბერს და უნდა დაამთავრონ 23 ნოემბერს. ეს ხომ სააკას და ბოკერიას საკრალური ციფრია, 23 ნოემბერი. ყურადღება უნდა მიაქციონ აჭარას, კერძოდ ბათუმს. ბათუმში უკვე შემოსულია სარფის საბაჟოს გავლით 30-50 კაცი, ანუ სამხედროები (მეომარი) უკრაინიდან.

აგრეთვე ბათუმში თავს მოიყრის დიდი რაოდენობა მეომრებისა უკრაინიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში აჭარა 17 რიცხვისთვის მზად იქნება არეულობისთვის. აგრეთვე, საყურადღებოა ქვემო ქართლი, კეძოდ, მარნეული და გარდაბანი, რომელიც ჩააბარეს კირკიტაძეს და ბადრი ბასიშვილს ქვემო ქართლში არეულობის მოსაწყობად!

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია თანამშრომლების აჯანყება გამგეობებში და გუბერნიებში. ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ასეთი მაქვს, აგრეთვე ყურადსაღებია ქალბატონ  დეკანოიძის კონტაქტები. იგი 24 საათიან რეჟიმში აწვდის ინფორმაციას უკაინაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ნაც-ზონდერებს და ყოფილ სამხედროებს ავარჯიშებენ სამხედრო ბაზებზე.

მათ ამზადებენ რევანშისთვის, ანუ ხელისუფლების დასამხობად! შესაძლოა ვიხილოთ სამხედრო გადატრიალებაც. როგორც წყარო მატყობინებს, ამ სცენარში ჩართულები არიან მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები.

რაც შეეხება ფინანსებს და დაფინანსებას, ძმები ბეჟუაშვილები არ იშურებენ მათ დასახმარებლად თანხებს. სამოქალაქო საზოგადოებამ ეს არეულობა არ უნდა დავუშვათ. თუ საჭირო იქნა, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ და აღვუდგეთ ამ პროვოკაციას. მკითხველი, რომ არ დავაბნიო მინდა გითხრათ ერთი ამბავი. უკვე ერთი წელია, რაც უკრაინაში, პოლონეთში და ბელგიაში გასაიდუმლოვებულ სამხედრო ბაზებზე თემურ ალასანიას ხემძღვანელიბით ავარჯიშებენ ყოფილ სამხედროებს და ნაც-მოძრაობის ყოფილ ზონდერ ჯგუფებს.” – წერს ლაშა ამირეჯიბი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?