ხელისუფლებას 26 დეკემბრამდე აქვს ვადა, რომ აღიაროს შეცდომა, შემდეგ ვეცდები ჩავრიო სხვა სახელმწიფოს ლიდერები – მალხაზ მაჩალიკაშვილი

332
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მალხაზ მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრამდე აძლევს ვადას ხელისუფლებას, რათა აღიაროს, რომ მის ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარება იყო შეცდომა. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა.

“აქციას გავაგრძელებთ, სანამ ყველა შეკითხვას არ გაეცემა პასუხი და არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულებში და ამის შემდეგ ჩვენ აქედან წავალთ.  იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.  1 თვეში სრულდება 1 წელი, რაც ველოდები ამ ხელისუფლებისგან ამ შეცდომის აღიარებას, სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს და ამისთვის 26 დეკემბრამდე აქვთ დრო, შემდეგ ვეცდები ჩავრიო სხვა სახელმწიფოს ლიდერები”– განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE