რას გულისხმობს ჩვენ მიერ შეთავაზებული “გერმანული” გზა – თამარ ჩერგოლეიშვილი

389
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი განმარტავას ე.წ გერმანულ მოდელს, რასაც ხელისუფლებას სთავაზობენ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

“1. კონსტიტუცია არ იცვლება. რჩება 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. ზუსტად ისე, როგორც კონსტიტუციაშია.

2. იცვლება კანონი, რასაც სჭირდება 75 ხმა (აკლიათ ორი დეპუტატი პარლამენტში).

წესი იქნება ასეთი:

რამდენი მაჟორიტარიც არ უნდა გაიყვანოს პარტიამ, იმაზე მეტ წილს ვერ დაიკავებს პარლამენტში, ვიდრე პარტიამ პროპორციულად აიღო.

მაგალითისთვის ავიღოთ 2016 წელი – ოცნებამ აიღო 48%, მაგრამ 71 მაჟორიტარის გამო პარლამენტის 80%-ს აკონტროლებდა და 117 დეპუტატი ყავდა.

150-ის 48 პროცენტი არის 73 მანდატი. ახალი სისტემით, ოცნება შეავსებდა 71 მაჟორიტარის ადგილს და პროპორციულიდან დაიმატებდა 2 დეპუტატს.

ეს იქნებოდა სამართლიანი – ოცნებას ექნებოდა იმხელა კონტროლი, რამხელაც – მხარდაჭერა.

3. მოკლედ, სულ მცირე იმისთვის, რომ ივანიშვილის “ნიანგის ცრემლები” დასავლეთის თვალში სულ ბოლომდე სამარცხვინო გახდეს, ანაც – შედეგისთვის – ეს ძალიან კარგი მოთხოვნაა.

4. 75 ხმა სჭირდება ამ სისტემის მიღებას. 42 ხმა ოპოზიციას აქვს. სულ რაღაც 33 ხმაა ქოცებისგან საჭირო.

დათანხმდება – ხომ კარგი.

არ დათანხმდება – ყველაზე მიამიტი დამკვირვებლის თვალშიც შიშველი იქნება და მეტი ლეგიტიმაცია ექნება მის წინააღმდეგ მოქმედებებს.

5. ოცნებამ დაიწყო ბოდვა რომ ანტიკონსტიტუციურია – ბრძენნო, რაც კონსტიტუციას არ არღვევს, ანტიკონსტიტუციური როგორაა?

6) ან კი, რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რას იტყვით, ივანიშვილი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?