ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ და გნებავთ დაარქვით დიალოგისკენ – გიგა ბოკერიას წინაპირობა სიტუაციის განსამუხტად

469
წაკითხვა/ნახვა

პარტია “ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარების პირობა იქნება ერთგვარი დიალოგი და სიტუაციის განმუხტვა. ამის შესახებ მან “იმედი”-ს ეთერში განაცხადა.

“ჩვენ მათ შევთავაზეთ არჩევნების გერმანული მოდელი, რომელიც არის პრინციპი მორგებული ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ და გნებავთ დაარქვით დიალოგისკენ, თუმცა მათი შემდგომი ნაბიჯი ჯერ ისევ არის საზოგადოების შეურაცხყოფა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ იმედის ეთერში.

თქვენი კომენტარი?