გიორგი თარგამაძის შეფასება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

733
წაკითხვა/ნახვა

გიორგი თარგამაძე – ჟურნალისტი


“თუ ბიძინა თავის საპარლანენტო კონტინგენტს ვეღარ აკონტროლებს, ეს ნიშნავს, რომ სიტუაციაზე კონტროლი საერთოდ დაკარგა;  თუ აკონტროლებს და ცირკი დადგა, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოუჩლუნგდა მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი: – არც საერთაშორისო, არც ქვეყნის საზოგადოება ოპოზიციის რეპლიკების გამო სტრატეგიული, საეტაპო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების ჩავარდნას არ ჭამს ( არც ჭამა. იხილეთ აშშ საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლის და უკლებლივ ყველა პარტიის ლიდერების და ნეიტრალური პირების რეაქციები.

თუ მომხდარი, მისივე სცენარის პირველი სერიაა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ისახავს მიზნად, მაშინ საკუთარ სადეპუტატო კორპუსთან ,,საქმის ვერ მომგვარებელი”, მთელი (მათ შორის, ოცნების მხარდამჭერი) საზოგადოების პრიმიტიული გადამგდები, საერთაშორისო მოლოდინის უკიდურესად გამცრუებელი, ქვეყნის დესტაბილიზატორი მმართველის და მისი გუნდის ( ეს გუნდი ვინღაა?!) ხელახლა მანდატით აღჭურვა სრულიად უპერსპექტივო ამოცანად მეჩვენება. ( იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს, თამაშის წესების (საარჩევნო კომისია, ძალოვანების გავლენა, ფულისა და მოსყიდვების რესურსის შეზღუდვა..) მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მიაღწევს – საბოლოო სიტყვას მაინც ხალხი იტყვის, რომელსაც არც იდეური, არც რაციონალური მიზეზი აღარ დარჩება მმართველი სისტემის უცვლელობას მხარი დაუჭიროს.

მოკლედ: მომხდარის რაციონალურ სარგებელს და მის მიზეზს ქვეყნის შიგნით ვერ ვხედავ, მათ შორის პირველ რიგში ბიძინასთვის და გარეთა ფაქტორებიღა მრჩება რაციოს საყრდენის მოსაძიებლად.”

თქვენი კომენტარი?