ყველაფერი 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, როდესაც რუსთავი2-ისყოფილმა გუნდმა “მთავარი არხი დააფუძნა. 5 წლის შემდეგ კი, ტელევიზია იხურება.
1 მაისიდან ტელეკომპანია მთავარი არხი მაუწყებლობას წყვეტს და იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს.
არხის დახურვას ადასტურებს საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი თათია წოწონავაც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.
ჩემი და მთავარი არხის თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა.”- წერს თათია წოწონავა.
იმედიანად არის განწყობილი ნიკა გვარამია, რომელიც წერს:
დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს. – ნიკა გვარამია
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს