ბოლო ამბები
19/05/2025

გიორგი ხუბუამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დატოვა

გაზიარება

გიორგი ხუბუამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დატოვა

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გიორგი ხუბუა ფეისბუქში.

სხვა ამბების წაკითხვა