MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ტელეკომპანია იბერიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ღიად ალაპარაკდნენ მათი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის შესახებ, პირველ რიგში მას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ ბიზნესმენმა ისინი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა. მას შემდეგ, რაც არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა არსებული ვითარების გამო, ტელევიზიის ჟურნალისტებმაც კომენტარების სახით პოზიცია გამოხატეს.

თამარ ურუშაძე: საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი:

” ნათლად გამოჩნდა, რომ ზაზა ოქუაშვილმა ეს ტელევიზია საკუთარ ინტერესებს შესწირა და ამდენი ჟურნალისტი, რომელთაც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მოატყუა და მერე ქუჩაში დატოვა, გადამწყვეტ მომენტში და არც კი მოიკითხა. 

ჟურნალისტები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, აღმოჩნდა, რომ დამფუძნებლებმა კერძო ინტერესებისთვის გამოიყენეს.  ამართლებთ რაც მოხდა? ამართლებთ ჟურნალისტების ქუჩაში დატოვებას? ამართლებთ იმას, რომ ამდენი ჟურნალისტი იძულებულია ქუჩიდან, ღობის მეორე მხრიდან ესაუბროს ხელმძღვანელობას? და აქციები დაჭირდეს იმისთვის, რომ პასუხი მაინც მიიღოს? – აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში, არავის არ ვაპატიებთ უპატივცემულობას”– წერს კომენტარში თამარ ურუშაძე.

არხის ყოფილი კორესპონდენტი მაკა ჩიხლაძე:

“ტელევიზია მისთვის მართლა სიგარეტის ქარხანა ყოფილა! ჟურნალისტები მუშები! ახლა მისი ამფსონები შემოხტნენ და შენს განეიტრალებას ცდილობენ, ჩვენს ძალას ვანახებთ ჩამწერ მილიონერს! სასამართლოში შევხვდებით ბატონო ზაზა. 

არ ვიცი ვის ვინ დაემთხვა,მაგრამ ფაქტია რომ მილიონერი მფლობელი წამომჯდარია ლონდონში და მისი 200 მშიერი თანამშრომელი კომპენსაციასაც ვერ იღებს!უფრო სწორად არ აძლევს, ჰკიდია”– წერს მაკა ჩიხლაძე.


ამავე თემაზე იხილეთ : 

ამოვიდა ყელში, ამდენი თვეა ვიცავ – “იბერიის” საინფორმაციოს ყოფილი უფროსი ზაზა ოქუაშვილს დაუპირისპირდა

 

თქვენი კომენტარი?