23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მალე, მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მალე, მიხეილ სააკაშვილს  ციხეში გადაიყვანენ. ამის შესახებ მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“სააკაშვილი ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება, –  განაცხადა თეა წულუკიანმა.