ღუდუშაურის კლინიკა ოკუპანტების მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილზე ინფორმაციას ავრცელებს

393
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ღუდუშაურის სახელობის კლინიკა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილს მისამართით დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში.

2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?