ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები: ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო – ხათუნა ლაგაზიძე

1144
წაკითხვა/ნახვა

ხათუნა ლაგაზიძე


“გიგა მაქარაშვილის, ჩვენი შვილების “შავლეგოს” ვუსმინე, ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები: ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო – ზუსტად 30 წლის წინ ჩემი თაობა იდგა უნივერსიტეტის კიბეებთან, აუდიტორიებთან, პარლამენტის და რუსის ტანკის წინ, იბრძოდა თავისუფლებისთვის და მღეროდა “შავლეგოს”.

30 წლის შემდეგ ჩვენი შვილები, ჩვენსავით და ჩვენზე მეტად პატრიოტები, უფრო მრავალფეროვნები, უფრო ინოვაციურ-ტექნოლოგიურები და შეუდარებლად თავისუფლები ისევ დგანან პარლამენტის წინ, ისევ მღერიან “შავლეგოს” და სამწუხაროდ, ისევ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. მადლობა ჩემს თაობას, რომელიც იცავდა ქვეყანას 9 აპრილს, სოხუმთან, გაგრასთან, ცხინვალთან, ტამიშთან, გუადუთასთან, გალთან, სამაჩაბლოსთან, რომელმაც გაზარდა და დააფრთიანა ჩვენი შვილები და გადასცა მათ ესტაფეტად “შავლეგო” და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაუტეხელი სურვილი. @გამარჯვებული თაობების ქვეყანა! P.S. შავლეგო მომწონს, გინება – არა 

თქვენი კომენტარი?