“ევრონიუსი”-ს ქართული სამსახური ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს

1195
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეარხ “ევრონიუსი”-ს ქართული სამსახური, რომელიც მუშაობას 2020 წლიდან იწყებს, ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს.

ჟურნალისტის ფუნქცია-მოვალეობები და მოთხოვნები

 სხვადასხვა სფეროს ახალი ამბების დაგეგმვა, საეთერო ბადეში განაწილება და ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა. ახალი ამბების გამოშვებებისთვის, პირდაპირი ჩართვებისთვის, სხვადასხვა სახის საინფორმაციო გადაცემებისთვის ან ვებგვერდისთვის განკუთვნილი სიუჟეტების მომზადება.

ტელეწამყვანებთან, ჟურნალისტებთან და სტუმრებთან კომუნიკაცია საინფორმაციო და გრაფიკული კონტენტის მოსამზადებლად.

პირდაპირი ეთერისთვის/ჩართვებისთვის საინფორმაციო კონტენტის წარდგენა, ვიზუალის შერჩევა და რელევანტური სტუმრების მოძიება.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებების მოსამზადებლად. ხარისხიანი კონტენტის მისაღებად კომპანიის ყველა მიმართულებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება/ბაკალავრის ხარისხი, ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, პოლიტიკის, გეოპოლიტიკის, საგარეო პოლიტიკისა და ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის მოძიებისა და გაზიარების გამოცდილება.

 სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა,  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო).

პიროვნული მახასიათებლები:

გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება,  დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებულობა, გუნდის მართვის უნარი, დაგეგმვის უნარი, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი,სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ თქვენი რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@euronewsgeorgia.com.  წერილის სათაურში უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება.

თქვენი კომენტარი?