23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რა კავშირი აქვს რომის პაპს საქართველოსთან? (ვიდეო)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება სატირული ინფორმაცია, თითქოს რომის ახალი პაპის, ლეო მე-14-ის დედის ბაბუა ქართველი იყო.  პოსტს ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი გაზიარება აქვს და საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაიჯერა რომის პაპის ქართული ფესვების შესახებ.

სინამდვილეში კი, პოსტის ავტორმა უბრალოდ იხუმრა და პაპს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რობერტ ფრენსის პრევო დაიბადა 1955 წლის 14 სექტემბერს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, მოწყალების ჰოსპიტალში, ლუის მარიუს პრევოსა და მილდრედ მარტინესის ოჯახში. მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი და სკოლის დირექტორი, წარმოშობით ფრანგი და იტალიელი, ხოლო დედამისი ბიბლიოთეკარი, წარმოშობით ესპანელი