დიდი პრეტენზიები მაქვს ეკა გიგაურთან, სრულიად უტიფარი რამ ჩაიდინა ჩემთან მიმართებაში – მიხეილ სააკაშვილი

352
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მას აქვს პრეტენბზიები ეკა გიგაურთან, როდესაც ის ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

“მან სრულიად უტიფარი რამ ჩაიდინა ჩემთან მიმართებაში, როდესაც დამადანაშაულა ანტისემიტიზმში, ეს ყველაზე დიდი ცოდვაა, რაც შეიძლება მე დამაბრალო. შეხედეთ ჩემ ოჯახს, ჩემ გარემოცვას, წარსულს.”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, ეროვნული ნიშნით გამოარჩია, რაც აღქმული იქნა, როგორც ანტისემიტური განცხადება.

ამის გამო გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც  მისცა შენიშვნა ყოფილ პრეზიდენტს და თქვა, რომ მისი მხრიდან ეს იყო არაკორექტული განცხადება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE