ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ “”ბლუმბერგი”-ს ეთერში (ვიდეო)

435
წაკითხვა/ნახვა

„საქართველომ უნდა შეასრულოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ბუნებრივი როლი. ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვიყავით აბრეშუმის გზის ნაწილი.  დღეს ღია ეკონომიკური პოლიტიკითა და ყველა ინიციატივით ვცდილობთ არა მარტო ფიზიკურად დავაკავშიროთ ბაზრები, არამედ ხიდად ვიქცეთ ქვეყნებს შორის. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთანაც.

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გვაქვს თურქეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობასთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან და ეს გვაძლევს შესაძლებლობას მომხიბვლელი გარემო შევუქმნათ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც ერთმანეთთან ვაჭრობა სურთ,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, „ბლუმბერგის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

თქვენი კომენტარი?