23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი  აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი  აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაკრონთან საუბრის დროს შეჯერება მოხდა აღქმებთან დაკავშირებით.

„საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი  აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.