25/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

26 მაისს, სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფო თავიდან აირიდებს – კახა კალაძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფო თავიდან აირიდებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გედევან ფოფხაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის მიეცემა საშუალება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. 

„ცხადია მათ პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ჩვენ ვხედავთ ეს დაჯგუფება, როგორ მარგინალირებულია. ამ ქვეყანაში რადიკალიზმი, აგენტურა და გარედან დაფინანსებული ადამიანები ვერასდროს გაიმარჯვებენ. მათი მიზანი გარედან წამოსული ინტერესების გატარებაა. ასეთი ხალხი კი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. 

რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ყველას დღე და არვის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ბინძური პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული, რაც დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა და გედევან ფოფხაძემ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.