ბოლო ამბები
21/06/2025

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს (ვიდეო)

გაზიარება

ხმაურისა და კამათის ფონზე წარიმართა დებატები ამერიკის კონგრესში, სადაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

პალატაში გამართული მოსმენის დროს კონგრესმენმა ბილ კიტინგმა რუბიოს კითხვა დაუსვა პუტინის როლის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებში.

„ადამიანი, ვისთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ვლადიმირ პუტინი, არის ის ომის დამნაშავე?“ – იკითხა კიტინგმა.

„ვფიქრობ, შეგიძლიათ გადახედოთ იქ მომხდარ შემთხვევებს და ნამდვილად დაახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, მაგრამ ჩვენი განზრახვა ომის დასრულებაა“, – უპასუხა რუბიომ.

„არის ის ომის დამნაშავე?“ – გაიმეორა კიტინგმა.

„ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს პუტინთან საუბრის გარეშე“, – უპასუხა რუბიომ.

„არის ის ომის დამნაშავე?“ – გაიმეორა კითხვა კიტინგმა.

„ვცდილობ, თქვენს შეკითხვას ვუპასუხო იმის თქმით, რომ ჩვენ ვცდილობთ ომი დავასრულოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

სხვა ამბების წაკითხვა