რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს – ბიძინა ივანიშვილი

383
წაკითხვა/ნახვა

სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება, საზოგადოებასთვის გვაქვს პასუხი გასაცემი, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“

„საზოგადოებასთან პასუხი გვაქვს გასაცემი. ის რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და ათასჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?