აი მაგათი დემოკრატია, ფულზე გაყიდული ახალგაზრდობა – ქეთევან კიკნაძე

690
წაკითხვა/ნახვა

მსახიობ ქეთევან კიკნაძის შეფასება მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ორგანიზატორებზე.

“ძალიან გათავხედებული არიან, ვინ არის ეს ჩაფხუტიანი, რომ პრეზიდენტი წარდგეს და მას ელაპარაკოს, ეს თავხედი. დემოკრატია არ ნიშნავს უზრდელობას, რასაც მინდა იმას ვიტყვი, აი მაგათი დემოკრატია. ფულზე გაყიდული ახალგაზრდობა, რა სავალალოა, აი ეს დანერგა სააკაშვილმა. ჩვენ პოლიციური ქვეყანა უნდა გავხდეთ და არა დემოკრატიული. თავზე უნდა გადაგიარონ და შენ კი პასუხი არ უნდა გასცე თურმე.

დემოკრატია პირველ რიგში კანონის უზენაესობა არის, ჩვენ ქვეყანაში კი,პირველ რიგში ხელისუფლება არ იცავს კანონებს და ამათ რა უნდა გაიგონ ვინ ხარ, საიდან ხარ, რა გინდა იცი?გახრწნილობასაც აქვს საზღვარი. ისე, როგორც თავხედობას. მტერს არ მოახრჩობ ის მოგახრჩობს, აი ეს კი ჭეშმარიტებაა. მორჩა.”– წერს ქეთევან კიკნაძე.

თქვენი კომენტარი?