რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა თბილისი Oპენ Aირ-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ტელეგრამზე გამოეხმაურა.
“დილიდან ზარების ნაკადია, იმ უცნობი ანტიგმირის საქციელზე ითხოვენ კომენტარს, რომელმაც თბილისში რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც პერფორმანსი მოაწყო. პირველ რიგში, დროშა რჩება დროშად, რაც არ უნდა უქნას მას შეშლილმა”
მისი თქმით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ “აღმაშფოთებელ” ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.
“ღირსეული თამარ მეფის შთამომავლები, წერეთლების გვარის სახელოვანი წარმომადგენლებიდან და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი თავადი ბაგრატიონიდან დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარების შემგროვებელ ნიკოლოზ ცისკარიძემდე, რომლებმაც თავიანთ პროფესიებში ნამდვილ სიმაღლეებს მიაღწიეს, ქართული ღირსებითა და სიამაყით საკუთარ თავს რუსეთის სამფეროვან დროშასთან აიგივებენ
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ და სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა აღმართეს ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია, დამარცხებულ რაიხსტაგზე.
როცა ღმერთი კაცს ტვინს არ აძლევს, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში” – წერს საგარეო უწყების სპიკერი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს