MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.  პეტრო პოროშენკოს განმარტებით,  ეს არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმის დაანონსებას ან მობილიზაციას.

“რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინის გაძლიერების მიზნით გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმას. გადაწყვეტილება არ გულისხმობს მობილიზაციას, თუმცა უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, ვაპირებთ დავიცვათ და ვიმოქმედოთ საერთაშორისოდ არსებული ვალდებულებების ფარგლებში, მათ შორის მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით.

არსებული ინფორმაციით დაჭრილია 6 საზღვაო-სამხედრო ოფიცერი, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ვერ მყარდება კონტაქტი სამხედრო ხომალდების მეთაურებთან, რომელთან კავშირიც 26 ნოემბრის ღამის პირველი ნახევრიდან გაწყდა”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით ყველაფერი 25 ნოემბერს ქერჩის წყლის სრუტეში დაიწყო, როდესაც რუსულმა მხარემ სამ უკრაინული ხომალდს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა, რასაც უკრაინის 6 საზღვაო სამხედრო ოფიცრის დაჭრა მოჰყვა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

თქვენი კომენტარი?