თბილისის მერიის ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მეტეხის გვირაბებში მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.
30 ნოემბერს და 1-ლ დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის
მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.
აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის
გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა
სანაპიროს გავლით.
2 და 3 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის
ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა
სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის
ქუჩის მიმართულებით.”- ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
შუაღამის მუსიკა