შეშფოთებით ვადევნებთ თვალს აზოვის ზღვაში და კერძოდ ქერჩის ყურეში მიმდინარე მოვლენებს – დავით ზალკალიანი

295
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის განახლების გამო.

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს აზოვის ზღვაში და კერძოდ ქერჩის ყურეში მიმდინარე მოვლენებს. იქ მიმდინარე პროცესები საერთაშორისო სამართლისა და საზღვაო ნორმების უხეში დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა იყოს მყისიერი რეაგირება რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარისას.

ამ თემაზე:

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE