ბოლო ამბები
21/06/2025

ივანიშვილს მინდა ვუთხრა, მრცხვენია, რომ 2012 წელს ხმა მოგეცი – ანზორ მელია

გაზიარება

“ივანიშვილს მინდა ვუთხრა, მრცხვენია, რომ 2012 წელს ხმა მოგეცი”– ასე უპასუხა ანზორ მელიამ მისი შვილის, ნიკა მელიასს დაკავებას, რომელიც 29 მაისის საღამოს, ლისის ასახვევის მიმდებარედ აიყვანეს.

მელია ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მისი სასამართლო პროცესი 30 მაისსს არის ჩანიშნული, სადაც უნდა ემსჯელათ გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე, ვინაიდან ცნობილია, რომ მელია მასზე დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას, რის გამოც, კომისიამ მელიას პროკურატურაში უჩივლა და მას გირაოს გადახდა დაეკისრა, რომლის გადახდაზეც ის უარს ამბობს.

 

სხვა ამბების წაკითხვა