ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს

714
წაკითხვა/ნახვა

ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქში, მთავარი არხის გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ დეტალებზე საღამოს ისაუბრებს.

“მეგობრებო, ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის, შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.”– წერს გვარამია.

განახლებული ინფორმაცია:  23:30

ნიკა გვარამია საქართველოდან აღარ მიდის, ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში განაცხადა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ისაუბრებდა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიუხედავად მისი საქმინობის გამო მიღებული ტრავმისა, რაც მის შვილებზეც აისახა და გადალახა მთავარი, სიკვდილის შიში, რაც ბიძინა ივანიშვილისგან ემუქრებოდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეს საქართველოდან და გააგრძელოს ბრძოლა მმართველი პარტიის თავმჯდომარის დასამარცხებლად.

 

თქვენი კომენტარი?