აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა.
„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავიანიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ უცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.
საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას უპასუხა:
„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს, ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა. – დაწერა ილონ მასკმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს