ბოლო ამბები
21/06/2025

მეტი პატივისცემა როგორ უნდა დაუდასტურო პოლიტიკოსს, როდესაც შენი ერთადერთი ხმა გაქვს მისთვის მიცემული? – ინგა გრიგოლია მამუკა ხაზარაძეს

გაზიარება

“მეტი პატივისცემა როგორ უნდა დაუდასტურო პოლიტიკოსს, როდესაც შენი ერთადერთი ხმა გაქვს მისთვის მიცემული”- მიმართა ინგა გრიგოლიამ მის გადაცემაში სტუმრად მყოფ მამუკა ხაზარაძეს.

“მე და თქვენ გუშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი, როცა მე მოვედი და “ლელო” შემოვხაზე,  ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო და დღეს, როცა კითხვას გისვამთ, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, უბრალოდ, მიიღეთ ადამიანის კითხვა, რომელიც თქვენი ამომრჩევლის სახელით საუბრობს”- თქვა ინგა გრიგოლიამ.

6 ივნისს, გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას, ინგა გრიგოლიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასვა კითხვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ერთგვარ შეთანხმებას ივანიშვილსა და მათ შორის, რამაც მამუკა ხაზარაძე გააღიზიანა და შეურაცხყოფად მიიღო.

სხვა ამბების წაკითხვა