“რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!”- წერს კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში, რომელმაც 8 ივნისს, უტა ივანიშვილს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა იმ ცრუ ინფორმაციისთვის, რაც მან 7 წლის წინ, ერთ-ერთ ეთერში გააჟღერა.
ამ თემაზე იხილეთ დეტალები:
თინა ბოკუჩავას თქმით, მისი მეუღლე გაიტაცეს და მუქარით აიძულეს ბოდიშის მოხდა (ვიდეო)
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს