განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადება.

“ნათელია ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლი იყენებს საბჭოთა მეთოდებს რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიის ტონი არის ამის მაჩვენებელი”, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, სალომეს 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება, მას იმ საპრეზიდენტო ფუნქციების კარგად შესრულების შესაძლებლობას აძლევს, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლება იქნება.

“მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს, მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს, მის კომპენტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა.

თქვენი კომენტარი?