25/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›უცხოეთი

ისრაელმა დღეს საკუთარ თავს მწარე და მტკივნეული ბედი დაუწესა – აიათოლა ჰამენეი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელის რეჟიმმა ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმებით საკუთარ თავს „მწარე და მტკივნეული“ ბედი დაუწესა.

13 ივნისს,  დილით, ისრაელის მიერ თეირანსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმებიდან რამდენიმე საათში, ერისადმი გაგზავნილ მიმართვაში აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ სიონისტური რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა დაელოდოს.

 „სიონისტურმა რეჟიმმა თავისი ბოროტი და სისხლიანი ხელით ჩაიდინა დანაშაული ჩვენს ძვირფას ქვეყანაში და კიდევ უფრო გამოავლინა თავისი ბოროტი ბუნება საცხოვრებელი ადგილების დაბომბვით. რეჟიმი მკაცრ პასუხს უნდა დაელოდოს.

ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარ თავს მწარე და მტკივნეული ბედი დაუწესა და აუცილებლად იხილავს ამ [ბედისწერას]“, – განაცხადა აიათოლა ჰამენეიმ, რომლის კომენტარსაც ირანული საინფორმაციო სააგენტო “IRNA” ავრცელებს.

ისრაელმა პარასკევს ღამით სამხედრო დარტყმები დაიწყო  ირანის დედაქალაქ თეირანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ირანის სხვა ქალაქებში.