მინდა არჩევნებში გამარჯვება წინასწარ  მივულოცო  “ქართულ ოცნებას” – ლუკა ფეიქრიშვილი

806
წაკითხვა/ნახვა

ერთ დროს, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური  მხარდამჭერი ლუკა ფეიქრიშვილი, ბოლო 1 თვეა, რაც გაემიჯნა ყოფილ მმართველ გუნდს, მათ ლიდერებს და საპროტესტო აქციებს.

“ამ არჩევნებს იგებს “ქართული ოცნება”, ასეთია ნება საზოგადოების, მინდა არჩევნებში გამარჯვება წინასწარ  მივულოცო  “ქართულ ოცნებას”, უფრო სწორად მინდა “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება მივულოცო “ქართულ ოცნებას” და მათ მოგებაზე საკუთარ ცხოვრებას ჩამოვდივარ.

გახსოვდეთ! ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდება, გიგა მაქარაშვილთან, ეკა ბესელიასთან, ნინო ბურჯანაძესთან, გუბაზ სანიკიძესთან, სალომე ბარკერთან, თამარა ჩერგოლეიშვილთან, დიღმელაშვილთან, მაკა მებუნიშვილთან, ანა პაპალაშვილთან და მთელ ელჯიბითი თემასთან თანამშრომლობის გამო.”- წერს ლუკა ფეიქრიშვილი.

თქვენი კომენტარი?