23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ყოველდღე თვითონ მარწმუნებენ ეს ფაშისტები, რომ სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული და იმ პარტიას ვუჭერ მხარს, რომელსაც უნდა დაუჭიროს ყველა ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა – თემურ თათარაშვილი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“ყოველდღე თვითონ მარწმუნებენ ეს ფაშისტები, რომ სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული და იმ პარტიას (ქართულ ოცნებას) ვუჭერ მხარს, რომელსაც უნდა დაუჭიროს ყველა ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა

გუშინ დაიდო რეკლამა ჩემი კონცერტის, რომელიც იმართება 21 ივნის ქალაქ გორში. რა თქმა უნდა შევარდნენ და წერენ ყველანაირ საზიზღრობას. ერთი მაგალითი მომიყვანეთ სადაც ოცნების მომხრეები შეუვარდნენ და გალანძღეს მეორე მხარეს მდგომი მომღერლები, აი ზუსტად ეგაა რომ ვფიქრობ, ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისთანაც უნდა ვიდგე!

მე მაოცებს ჩემი კოლეგების საქციელი, რომლებიც მშვენივრად ატარებენ კონცერტებს, არავინ უვარდებათ და არ ლანძღავს მათ. არც ერთხელ არ დაუგმიათ ის საქციელი, რასაც მათი თანამოაზრეები გვიკეთებენ ჩვენ”- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თემურ თათარაშვილი.