პარტია “ქართული ოცნება” “რუსთავი2”-ის ეთერით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს

291
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“ქართული ოცნება” “რუსთავი2”-ის ეთერით დღეს გასაჯაროვებულ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება.

“დღეს, საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა, ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არარსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა შეუძლია ნებისმიერი 2 პირის საუბრის ჩაწერითაც კი რუსთავი 2-ს და ნაციონალურ მოძრაობას. რუსთავი 2-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა.”– განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE