ბოლო ამბები
12/07/2025

მუსტანგიდან გადმოდით, გზაში არ აგიფეთქდეთ – ეკა კვესიტაძე “ლელო”-ს მიმართავს

გაზიარება

პარტია “ლელო”-მ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში, რომელიც YOUTUBE არხზე გადის და დებატის ფორმატი აქვს.

როგორც პარტიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა კოკა კვირკველიამ დაწერა კომენტარში, მათ აუდიტორიის სიმცირის გამო თქვეს უარი მონაწილეობაზე, რასაც კვესიტაძემ ირონიით უპასუხა:

“პარტია, რომელიც 2 თვეა იძახის დისკუსია უნდა გავხსნათო, შეთავაზებულ დისკუსიაზე უარს ასე ხსნის. ჩვენო, დიდი აუდიტორიის წინაშე ვიდებატებთო,  მუსტანგიდან გადმოდით, გზაში არ აგიფეთქდეთ. თან ამას ამბობს ის პარტია, რომლის ლიდერის დასპონსორებულ პოსტებს მხოლოდ პარტიის წევრები ალაიქებენ”– წერს ეკა კვესიტაძე.

სხვა ამბების წაკითხვა