გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

327
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადაში  დაღუპული მეომრების ფოტოები ჩამოხსნეს,მათ შორის გიორგი ანწუხელიძის,  სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ მიმდინარეობს სტენდების განახლება.

“სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე… სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება… გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში… სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია”- წერს მაკა ჩიკვილაძე.

ინფორმაცია, რომ სტენდებიდან გმირების ფოტოები ჩამოხსნეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოდან, ბესო ქათამაძემ გაავრცელა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE