ვახო სანაია 4000 ლარით დააჯარიმეს. როგორც მან თქვა, ჯარიმა მას ფეისბუ პოსტის გამო დაეკისრა, თუმცა გადახდას არასდროს აპირებს, მეტიც, სანაია მისი საქმის მოსამართლეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს.
“მოგეხსენებათ, ვთქვი, რომ ჩემს სასამართლო სხდომაზე არ მივიდოდი. ცხადია, არც მივსულვარ. უბრალოდ, არ ვემორჩილები. მკიდია. ფეისბუქ-პოსტის გამო 4 ათასი ლარით დავუჯარიმებივარ.
ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია. მილიონიც რომ მქონდეს, ჩემი ნებით ერთ თეთრსაც არასოდეს გადმოგირიცხავთ. თქვენ როგორ ამოიღებთ, თქვენი ნებაა. ასე რომ, შეგიძლიათ, მიაწეროთ რამდენი ნულიც გინდათ. ჩემი ანგარიშიც ფეხებზე მკიდია. და საერთოდაც, რაც გინდათ, ის გიქნიათ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა, …ლეო შენა. ცხადია, პაპუაშვილიც …ლეა, მიათვალეთ ეს ჯარიმაც
და საერთოდ, რა მოსატანია თქვენი ჯარიმები. თავისუფლება ნინო დათაშვილს”- წერს სანაია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს