ტელეკომპანია “ფორმულის” დირექტორად მიშა მშვილდაძე დაინიშნა.
“გაატარა რეესტრმა დაგვიანებით ცცლილებები. მედიის გადარჩენა ამ ფონზე წარმოუდგენელ ამოცანად მოსჩანს, მაგრამ ეგაა ახლა საჭირო, ამიტომ, მზად ვარ ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის საჭირო ამ გამოწვევის შესასრულებლად ჩემი დრო და შესაძლებლობები არ დავზოგო და დანარჩენი, როგორც იტყვიან, უფლის ნებაა:
მადლობა “ფორმულა”-ს გმირ თანამშრომლებს, რომელთა თავდადება და მოთმინება რომ არა, დღეს არც არაფერი იქნებოდა საბრძოლო და ბრძოლის თითოეული დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული გვაახლოვებს საბოლოო გამარჯვებასთან.
მადლობა ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს, ვინც ამ ექვსი წლის მანძილზე ტელევიზია აქამდე მოიყვანა, რომ დღეს ქვეყანაში ჩართული ყოველი მეათე ტელევიზორი “ფორმულა”-ს აჩვენებს – ეს ძალიან დიდი რიცხვია და მზარდი, ამიტომაც ვგრძნობთ, როგორ ვართ მედიაშევიწროების და რეპრესიების მზარდი წნეხის ქვეშ.
ჩვენ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას ყველასთვის, ვისაც ჩვენი ეთერიდან გაქრობა სურს და ამისთვის მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავრჩეთ ჩვენ, და ვერ გადარჩეს რეჟიმი – თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება მედიას და წარმატებები მთელ ქვეყანას ამ კარგ საქმეში”- წერს მიშა მშვილდაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს