ბოლო ამბები
12/07/2025

დღეს სოზარ სუბარმა ჩემი აკენწვლაც სცადა შუაგულ კომისიაში, ეს კარგის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ – თეა წულუკიანი

გაზიარება

თეა წულუკიანის განცხადებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში, ოპოზიციის სახით წარმოდგენილები არიან “ხალხის ძალა” და ევროპელი სოციალისტები, რომლებიც, მისივე თქმით, სჯერა, რომ უახლოეს მომავალში, სერიოზულ კონკურენტებად ჩამოყალიბდებიან “ქართული ოცნებისთვის”.

ამ საკითზე თეა წულუკიანმა  23 ივნისს, “ღამის კურიერში ისაუბრა”

“ისინი არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. მე მჯერა, რომ ისინი ძალიან მალე ცალკეც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მე ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს სერიოზულ კონკურენტებად ჩამოყალიბებიდან. არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ, დღეს, სოზარ სუბარმა ჩემი აკენწვლაც სცადა შუაგულ კომისიაში. ეს ალბათ კარგის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენად ხილულად ჩანს არ ვიცი, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი დისკუსიაც გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა სჯობს და როგორ სჯობს. “ხალხის ძალა” ამ ეტაპზე არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად გვიწევს ოპონირებას. “ევროპელი სოციალისტები” ახალი ჩამოყალიბებულია და ისინიც ძალას მოიკრებენ. ასეა თუ ისე, ჩვენი კომისია არ არის მხოლოდ “ქართული ოცნებით” დაკომპლექტებული, მასში წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიცია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა