ბოლო ამბები
13/07/2025

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება

“გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა.
ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება

პროპაგანდა და დეზინფორმაცია,
სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა,
პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.

ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.
მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა