ბოლო ამბები
12/07/2025

დასაგეგმია დიდი აქცია. დროა ევროპას, ინგლისს, ამერიკას ვანახოთ რამდენი ადამიანი ვითხოვთ მათგან მწვავე რეაგირებას

გაზიარება

“ხელისუფლება აგონიაში არაა.

არც ბოლო სტადიაა და არც მთავრდებიან. ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და თუ ვინმეს ასუსტებს, ეს ჩვენ ვართ.
კანონებით სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ.

ყველას იჭერენ და ამ დროს, კი არ უნდა შევშინდეთ და სახლში შევიყუჟოთ, უნდა ვიბრძოლოთ. დასაგეგმია დიდი აქცია. დროა ევროპას, ინგლისს, ამერიკას ვანახოთ რამდენი ადამიანი ვითხოვთ მათგან მწვავე რეაგირებას.

ჩნდება განცდა რომ პროცესი მიილია. ამიტომ საჭიროა ძალიან დიდი აქცია. სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა